|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება"

ქუთაისის #49 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.  დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა  „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება. 

"თავის დროზე კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რადგან ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ქცევისათვის საჭირო იყო სხვა ნაბიჯებიც, მაგრამ ახლა უფრო მეტი უპასუხისმგებლობა იქნება თუ კი "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ პარლამენტი გადაიტანოს ქუთაისიდან თბილისში"-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

ნარჩემაშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მრავალთაგან, რომელიც ამ ქალაქის განვითარებისათვის უნდა განხორციელებულიყო და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა