|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დრო მცირდება

კომენდანტის საათის გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა გადაადგილების შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქება, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების ვალდებულების ამ ეტაპზე შემსუბუქება არ გაიხილება. 

პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა.

აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა