|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ჩამოვიდა 1917 წელს კოტე ფოცხვერაშვილი ქუთაისში?

1917 წელს  ქუთაისში კოტე ფოცხვერაშვილი ჩამოსულა,  ამის შესახებ ცნობას მაშინდელ გაზეთში ვხვდებით.

ნიუპრესი აგრძელებს რუბრიკას, სადაც ქუთაისურ პრესაში 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

კომპოზიტორი ქუთაისში 1917 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა.  მიზეზი ქუთაისის თეატრში მისი სპექტაკლის "სოციალისტების" დადგმის სურვილი ყოფილა.

ქუთაისში ჩამოვიდა კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი, რომელსაც დაუწერია ერთ მოქმედებიანი დრამა "სოციალისტები". ამ დრამის დადგმას ეპირება იგი ახლო მომავალში ქალაქის თეატრში"-წერს "ჩვენი მეგობარი". 

კოტე ფოცხვერაშვილი, პირველ რიგში,  ცნობილია როგორც საქართველოს ყოფილი ჰიმნის "დიდების" ავტორი, მან ეს ნაწარმოები 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიუძღვნა. "დიდება" საქართველოს ატრიბუტიკად 1990 წელს გამოცხადდა.

კომპოზიტორი იმერეთიდან, კერძოდ კი ზესტაფონის სოფელ სვირიდან იყო.  ის მღვდლის ოჯახიდან გამოვიდა,  საბაზისო განათლება, რა თქმა უნდა,  ქუთაისში მიიღო, სადაც  სასწავლებლის გუნდებსაც ხელმძღვანელობდა.

დიპლომი ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით მიიღო, სამედიცინო ლექციებსაც ისმენდა, შემდეგ კი პეტერბურგში უმაღლესი მუსიკალური განათლება  მიიღო. 

მისი პირველი კონცერტი ქუთაისში 1903 წელს გამართულა. 

1917 წელს  ქუთაისში იმართებოდა საღამო კონცერტები, ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე მომხსენებელი ივანე ჯავახიშვილი ყოფილა, მუსიკალური ნაწილი კი კოტე ფოცხვერაშვილს მიჰყავდა.

მას უდიდესი დამსახურება აქვს ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებასა და ხალხური მუსიკის შესწავლაში. ასამდე  ქართული სიმღერა აქვს დამუშავებული, მათ შორის "გაფრინდი შავო მერცხალო",  შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა,  ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“.

ამ მრავალმხრივ განვითარებულ ადამიანს ეკუთვნის ასევე არტილერიისა და ავიაციის დარგში გამოგონებები, ეწეოდა ქველმოქმედებას, კონცერტებს მართავდა, თანხას კი საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა