|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კრიტიკის მიუხედავად, ტაივანმა საკუთარი კოვიდვაქცინის გამოყენება დაიწყო

ტაივანმა საკუთარი ვაქცინა შექმნა, რომლის გამოყენებაც, კრიტიკის მიუხედავად, აქტიურად დაიწყეს. ის კომპანია "medigen-მა" აწარმოა.

საქმე იმაშია, რომ ვაქცინის კვლევები დასრულებული არ არის, ამიტომაც ოპოზიციური მხარე ფიქრობს, რომ ვაქცინა საშიშია და მისი ბაზარზე შემოტანა ნაჩქარევი იყო.

საპასუხოდ კუნძულის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა, რომელიც "ასტრაზენეკასა" და "მოდერნას" მიღებაზე უარს ამბობდა, ორშაბათს საჯაროდ გაიკეთა ვაქცინა, იმის დემონტსტრირებისათვის, რომ ის სანდო და უსაფრთხოა. 

ვაქცინას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ივლისში მიენიჭა.

ტაივანის მთავრობამ 5 მილიონი თავდაპირველი დოზა გამოიწერა შემქმნელი კომპანიისაგან.

ტაივანის 23.5 მილიონი მოსახლეობიდან 5%-ზე ნაკლები არის ორივე დოზით აცრილი "ასტრაზენეკასა" და "მოდერნას" ვაქცინებით, ხოლო ერთი დოზით- 40 %

 

 

ავტორი: ნიუპრესი