|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის სამსახურის ყოფილი ოთახის რემონტისათვის ქუთაისის მერია 20 ათას ლარს გადაიხდის

ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის განყოფილებად გადაკეთების შემდეგ დღის  წესრიგში სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული ფართის გარემონტება დადგა.

მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული №210 ოთახის სარემონტო სამუშაოებისათვის. 

მერიაში ჯერ არ საუბრობენ, კონკრეტულად რა დანიშნულება ექნება აღნიშნულ ფართს.  "ამორტიზირებულია სრულიად, ამოყრილია იატაკი, ფანჯრები დაზიანებული, ჭერი ჩამოშლილი,  კეთდება იმისათვის, რომ დამატებითი სამუშაო ოთახები ქონდეს მერიას"- განუცხადეს "ნიუპრესს" პრესსსამსახურში.

 სამუშაოებისათვის ქუთაისის მერია 20 604 ლარს გადაიხდის. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა