|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლადო ჯურხაძე სპორტსმენებს შეხვდა [R]

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე და მაჟორიტარი პარლამენტში გიორგი ლილუაშვილი სპორტსმენებს შეხვდნენ.

თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, მომავალი თაობების აღზრდასა და მათი სპორტით დაინტერესებაში. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ორმხრივი და კონსტრუქციული. ველი თქვენგან ახალ ინიციატივებს, რომლის გახორციელებაშიც ჩემს თანადგომას და მხარდაჭერას ყოველთვის იგრძნობთ, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ შეხვედრაზე.

სპორტსმენებს გიორგი ლილუაშვილმაც მიმართა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მჯერა, ახლაც გააკეთებთ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს გამოადგება.  ლადო ჯურხაძე არის ის კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის უნდა გქონდეთ და რომელიც თქვენს მოლოდინს ნამდვილად ღირსეულად გაამართლებს, - განაცხადა დეპუტატმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა