|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა ტალახაძე სამი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ისრაელის ქალაქ ილათში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის, რომლის უალტერნატივო გამარჯვებული საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე გახდა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა. პირველ მისვლაზე - 193 კგ, ხოლო მეორეზე 200 კგ დაძლია და რუსლან ალბეგოვის მიერ დამყარებული 195 კგ-იანი რეკორდი მოხსნა. ხოლო მესამე მისვლაზე ტალახაძემ უკვე თავისივე რეკორდი კიდევ 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 205 კილოგრამი დაძლია!

ლაშა აკვრაში მხოლოდ ორ მისვლაზე მივიდა. პირველად - 222 კგ, ხოლო  მეორედ - 235 კგ დაძლია და ოქროს მედალს დაესაკუთრა.  

ტალახაძემ ორჭიდში 440 კილოგრამი დააფიქსირა და 42 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონ სავჩუკს. მან ასევე 5 კგ-ით გააუმჯობესა ალბეგოვის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი 22 მედლით დაასრულა.

საჩხერელ ძალოსანს ოლიმპიური ვარსკვლავი ქუთაისში რამდენიმე თვის წინ ქუთაისში გაუხსნეს.  მან რიო დე ჟანეიროში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით  ოქროს მედალი მოიპოვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა