|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა ტალახაძემ წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა.

„ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე ასევე მოხდა სხვა სპორტსმენების დაჯილდოება და სამომავლო გეგმების გაცნობა. 

ავტორი: ნიუპრესი