|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისში 5 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

ქუთაისის # 59 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

"ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატის სამსონ გუგავას განცხადებით, მათ საქალაქო სასამართლოს 5 უბნის შედეგების გაუქმების მოტხოვნით მიმართეს.

სასამართლოს მივმართეთ და კონკრეტული უბნების #27, #40, #80, #87, #120-ს შედეგების გაბათილებას ვითხოვთ, პირველ ოთხ შემთხვევაში ბალანსი მეტობითაა,  რაც გულისხმობს რომ ჩაყრები განხორციელდა, ამ დარღვევის გამოსასწორებლად ოლქმა დარღვევით შეადგენინა შესწორების ოქმები. ხოლო # 120 უბანზე თვალნათლივ ეტყობა, გადასწორებულია ოქმი და აქაც მეორე დღეს გაასწორეს კანონდარღვევით, რაც ბათილობის საფუძველია"-განუცხადა ნიუპრესს სამსონ გუგავამ.

სარჩელს ქუთაისის სასამართლო ხვალ 14.00 საათზე განიხილავს.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა გოგი წულაიამ "ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" მერობის კანდიდატმა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციაამ "საია". 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა