|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ცემაში უშუალოდ მონაწილე პირებს სამართალდცველები ამ დრომდე ეძებენ.

ცნობილი ხდება, დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მეორე დაკავებული პირი კი მოკლული მამაკაცის მასპინძელია.

სოფელში შემთხვევა 5 ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფულის გამოძალვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა