|
  • EUR 1 = GEL 2.7936
  • USD 1 = GEL 2.3885
|

"ლევან აბზიანიძის საქმე, შესაძლოა, ევროპულ სასამართლომდე მივიდეს"

რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის საქმე, შესაძლოა, ევროპულმა სასამართლომ განიხილოს. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან აბზიანიძეს ნარკოშემოწმება ჩაუტარდა, ქუჩაში გამოსული კი გარდაცვლილი იპოვეს.  მომხდარი  გააპროტესტეს საზოგადოების წარმომადგენლებმა.  გახმაურებულ საქმეს ადვოკატირებას "საია"–ს ქუთაისის ფილიალი უწევს. ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი სანტურიანის განცხადებით,  საქმის მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

"ლევან აბზიანიძის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ექსპერტიზის დასკვნებმა უნდა გასცეს პასუხი, საიდან მოხდა ორგანიზმში ე.წ. შარდმდენი, ვისი საშუალებით და ვისი დახმარებით, ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი სასიკვდილო შედეგებთან კავშირში იყო თუ არა ეს ყველაფერი? მიმდინარეობს საქმის შესწავლა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილის ოჯახის ინტერესები დავიცვათ. თუკი არ მოხდება სიმართლის შესაბამისი დასკვნის დადება, შესაძლოა, ეს საქმე ევროპულ სასამართლომდე მივიდეს. თუმცა, კიდევ გავიმეორებ ჯერჯერობით გამოძიება გრძელდება",–განაცხადა სანტურიანმა "საიას" ყოველთვიურ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. "ახალგაზრდა იურისტთა" განცხადებით, ნარკოტიკული შემოწმების მიზნით, პირისათვის მედიკამენტების იძულებით მიცემა დანაშაულია, ასევე მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა სამართალდამცავი სასურველ შედეგს,  დაკავებული 12 საათის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი