|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლიერების სახლის" ბენეფიციარებისთვის კვებითი მომსახურების შეწყვეტის საკითხი გადაიდო

"მადლიერების სახლში" ბენეფიციარებისთვის კვების მომსახურების შეწყვეტის საკითხი შეჩერდა. ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, მერიამ საკითხი დროებით შეაჩერა.   ვიდრე არ მოხდება ენეფიციარების მდგომარეობის შესწავლა, იმ დრომდე მათ კვებაზე უარს არ ეტყვიან.

ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, "მადლიერების სახლში" ბენეფიციართა ქულობრივი მონაცემების საფუძველზე მოხდა მათი გადარჩევა, თუმცა მერია მზადაა, კიდევ ერთხელ მოახდინოს შესწავლა.

"ბენეფიციარების ქულების გაცნობა მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემებით. ჩვენ რეგულაცია გვავალდებულებდა კრიტერიმების ფარგლებში მოგვექცია ბენეფიციარების მონაცემები. გამოვლინდა, რომ 121 ბენეფიციარი არის გაცილებით მაღალი ქულის, ვიდრე საჭიროა, ამიტომ მოხდა იმ ბენეფიაციარების სიიდან ამოყვანა, თუმცა ჩვენ შევაჩერეთ ეს და თავიდან გადავამოწმებთ მათ. თუ გამოვლინდა, რომ ქულების მიუხედავად, მათი მდგომარეობა მოითხოვს ერთჯერადი კვებით მომსახურებას, ამ ადამიანებს არ ამოვიყვანთ სიიდან. მსგავსი მონიტორინგი წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს", -განაცხადა ნინო თვალთავძემ.

მან ასევე უპასუხა ოპოზიციის შენიშვნას, კულტურის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი ამოცანაა, ბენეფიციარების არა მხოლოდ კვებითი მომსახურება, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და სურთ შეუქმნან ჯანსაღი გარემო თვითრეალიზებისთვის. 

"მადლიერების სახლი" ააიპ-ად გადაკეთდა, სადაც ამ დროისთვის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ააიპის დირექტორის თამთა ბაკურაძის განცხადებით, ჯერ არ შეუძლია საუბარი, შემცირდება თუ არა შტატების ოდენობა, თუმცა აცხადებს, რომ სანიტარული შტატის არსებობის მიუხედავად, ორგანიზიაციაში სისუფთავის დაცვაზე ზრუნვა მას უხდებოდა, რადგან არ ხდებოდა მოვალეობების სათანადოდ შესრულება. ამიტომ, მისი თქმით,  ჯერ ვერ იტყვის, მოხდება თუ არა ამ შტატის შემცირება.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით,  „მადლიერების სახლის“ ბიუჯეტად  620  ათასი ლარია განსაზღვრული. ბიუჯეტი 7 000 ლარით არის შემცირებული წინა წლის ბიუჯეტთან.  "მადლიერების სახლი" ყოველდღიურად  800 ბენეფიციარის კვებით მომსახურებას ეწევა. 

 

"ქუთაისის მადლიერების სახლში ბენეფიციარების შემცირება იგეგმება"

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა