|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაესტროს" ირგვლივ დაწყებული დავა სასამართლოში გრძელდება

ტელეკომპანია "მაესტროს"  ირგვლივ დაწყებული დავა გრძელდება.   საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი გაჩეჩილაძის 30%-იანი წილის შეჩერებაზე უარის შესახებ, მაკა ასათიანი ასაჩივრებს.

 ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. როგორც გიორგი გვენეტაძემ განმარტა, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული საჩივრის განხილვისთვის 25-დღიანი ვადა აქვს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ორ თვემდე ვადა.

ადვოკატის განმარტებით,   მაკა ასათიანი ასევე  კონკურენციის სააგენტოსგან მოითხოვს დააზუსტოს, არის თუ არა ტელეკომპანია "იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძე და შეიძინა თუ არა მან ტელეკომპანია "მაესტროში" 30%-იანი წილი.  აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის  სააგენტო განმარტავს, რომ ამ საკითხის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის.

შეგახსენებთ, "მაესტროში"  დაპირისპირება გიორგი გაჩეჩილაძის მიერ საკონტროლო პაკეტის- 55 პროცენტის მოპოვებას მოყვა. მან ტელევიზიის დირექტორად მისი ძმა,  ლევან გაჩეჩილაძე  დანიშნა,  რის შემდეგაც  მოქმედმა დირექტორმა,  ბაია გადაბაძემ  გაფიცვა დაიწყო. მოკლე ხანში კი დაპირისპირებამ სასამართლოში გადაინაცვლა. 

  მანამდე გაჩეჩილაძე ტელევიზიის 25 %-ს ფლობდა, 30 % კი სხვა მეწილეებისაგან, ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძისაგან შეიძინა.  "მაესტროს" ერთ-ერთმა მეწილემ, მაკა ასათიანმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში  გიორგი გაჩეჩილაძის საპარტნიორო 30%-ის შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა