|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მანდატურები მსგავს ფაქტებს უფრო მკაცრად უნდა მოეკიდნონ"-ნიკა ლატარია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე ნიკა ლატარია ქვეყანაში გახშირებულ ძალადობის ფაქტებს იხმაურება და ამბობს, რომ ძალადობის დასაგმობად მოქალაქეების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. 

 „ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, როგორ შეიძლება ამ ამბებმა ვინმეზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ამის პოლიტიკური ქულებისათვის გამოყენება არ მიმაჩნია სწორად, მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა. რა თქმა უნდა, ძალადობა უნდა დავგმოთ და ამისთვის მშობლებიც და ზოგადად მოქალაქეებიც უნდა გავაქტიურდეთ. მეტი ჩართულობა უნდა იყოს სკოლებში, რა თქმა უნდა, მანდატურების მხრიდანაც მეტი აქტიურობა იქნება სასურველი, მანდატურები მსგავს ფაქტებს უფრო მკაცრად უნდა მოეკიდნონ,“-აღნიშნა ლატარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ბოლო სამი დღის განმავლობაში მოზარდების შელაპარაკების საფუძველზე სამი მკვლელობა მოხდა.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე