|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალმთიან დასახლებებში 10 მილიონი ლარით სხვადასხვა პროექტები დაფინანსდება

   მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა. 

 მისი ინფორმაციით, 3 მილიონი ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის გამოიყოფა; 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების პროგრამისათვის.  

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით,  მაღალმთიან რეგიონებს ასევე მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადაეცემათ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა