|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრებად 30 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა

Maroon 5-ის კონცერტი, რომელიც ბათუმის საოცრებათა მოედანზე მიმდინარეობდა, დასრულდა. კონცერტზე ცნობილი ჰიტები შესრულდა. ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა პირველი სიმღერა "Animals" იმღერა.
უამინდობის მიუხედავად მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. როგორც ცნობილია, კონცერტზე დასასწრებად 30 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
Maroon 5 საქართველოში პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვიდა.

 

 

 

 

წყარო:

ავტორი: ანი ლიპარიშვილი