|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მართვის მოწმობას ის პირები აიღებენ, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი

 მართვის მოწმობის ასაღებად  გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი,-
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ავტოსკოლები ავტორიზაციას დაექვემდებარება:

“ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა