|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე დღეს ლაშა გვენეტაძე ვარ " - დავით წიტაიშვილი

"მე დღეს ლაშა გვენეტაძე ვარ!" - ეს სიტყვები ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა  დავით წიტაიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, არ იცის სამართლებრივად რა ხდება, თუმცა ადამიანური თვალსაზრისით თვლის, რომ ლაშა გვენეტაძე არ უნდა იყოს ციხეში. წიტაიშვილმა საკრებულოზე ლაშა გვენეტაძის ადგილი დაიკავა და ამ ფორმით გამოხატა სოლიდარობა მის მიმართ.  სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ საკრებულოს სხვა დეპუტატებსაც.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატას ლაშა გვენეტაძეს, ბრალი ცემის ფაქტზე აქვს წაყენებული. ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მათი მეგობრისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება დაკავებულების ადვოკატებმა სააპელაციო  სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.   საქმის განხილვა  საქალაქო სასამართლოში დადგენილ ვადებში გაიმართება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა