|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე ვიქნები ხალხის ინტერესების გამტარებელი"-ირაკლი შენგელია [R]

ხმების 54,11% აიღო "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გამარჯვების ოლქში ირაკლი შენგელიამ. შენგელიას თქმით, ის იქნება გარანტი გამარჯვების ოლქში მცხოვრებლების ხმა, იყოს დაცული ქუთაისის საკრებულოში.

"მადლობა თითოეულ გამარჯვების ოლქში დარეგისტრირებულ ამომრჩეველს. არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მანდატი მომანიჭა და უმრავლესობის გადაწყვეტილებით უკვე საკრებულოს წევრი ვარ. მე ვიქნები საკრებულოს აქტიური წევრი და ხალხის ინტერესების გამტარებელი. არჩევნების ასეთ მშვიდ გარემოში ჩატარება ნიშნავს წინგადადგმულ ნაბიჯს და მეორე ტურიც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. იმისთვის, რომ ყველა დაპირება სისრულეში მოვიყვანოთ, ჩვენ გვჭირდება მერად გიორგი ჭიღვარია" - ამბობს ირაკლი შენგელია.

შენგელია პროფესით ექიმია და 2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოში რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია.

ავტორი: ნიუპრესი