|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მედია ინდუსტრია 2016“- პირველი მედია - ბიზნეს ფორუმი საქართველოში

14 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო Courtyard Marriott-ში (მისამართი: თავისუფლების მოედანიN4) სს Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდება ბიზნეს ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016“.

საქართველოში პირველი ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე  წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ფორუმის მონაწილეები განიხილავენ, როგორც ქვეყანაში მიმდინარე კონკრეტულ მედია გამოწვევებს, ისე ახალ შესაძლებლობებს და საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის.

ფორუმი დაყოფილია ორ პანელად, პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე „მედია ინდუსტრია 2016“ -ს ასევე დაესწრებიან მედიის, ბიზნესის, სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო და დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლები.

ბიზნეს ფორუმის მედია პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო "Newpress.ge".

ავტორი: ნიუპრესი