|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეეზოვები არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ქალაქის სისუფთავისთვის"

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარიასთან და ააიპ "სპეციალური სერვისების" უფროსის მოადგილე ნიკა ხუციბერიძესთან ერთად მეეზოვეს, ვალენტინა გოზალიშვილს ბარბარობა მიულოცა. ვალენტინა გოზალიშვილი 66 წლისაა და 30 წელია ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს.

მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონ ვალენტინა გოზალიშვილს ნობათი და საოჯახო ტექნიკა გადასცეს, ბარბარობა მიულოცეს და ბედნიერი დამდეგი 2018 წელი უსურვეს.

,,მეეზოვები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ქალაქის სისუფთავისთვის. მათი საქმიანობა ყველაზე დასაფასებელია, რადგან ისინი მუხლჩაუხრელად საქმიანობენ იმისთვის, რომ ჩვენს ქუჩებში სისუფთავე და წესრიგი იყოს,"-განაცხად გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა