|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

მერაბ კვიცარიძე ავტოქარხნის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს [R]

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ავტოქარხნის ოლქში მერაბ კვიცარიძე ავტოქარხნის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად კანდიდატი ფურცელაძის ქუჩის მცხოვრებლებს „ქართული ოცნების“ პროექტებზე, კერძოდ ტრანსპორტის სისტემის განვითარებაზე ესაუბრა.

„შეიქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა და უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური სინქრონიზაცია, რაც უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას. გაფართოვდება შეღავათით მოსარგებლეთა კატეგორია, არსებულ ბენეფიციარებს დაემატებიან სტუდენტები, მოსწავლეები, შშმ პირები და სხვა სოციალური ჯგუფები“, -  აღნიშნა მერაბ კვიცარიძემ.

ავტორი: ნიუპრესი