|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბ ლომინაძის შემოთავაზება არაადექვატურია - ვარლამ გოლეტიანი

ჩვენ დიალოგის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია, ვინ ზის მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს, - აცხადებს ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ვარლამ გოლეთიანი "ენკას" დირექტორის შეთავაზებასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, მერაბ ლომინაძის შემოთავაზება არის არაადექვატური.

"დიალოგის მეორე მხარეს ხელისუფლების წარმომადგენელი, ან გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს და არა კომპანიის წარმომადგენელი. მერაბ ლომინაძე რომელიც არის "ენკას" დირექტორი, გაუგებარია, როგორ იქნება სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მისი შემოთავაზება მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არის არაადექვატური", - აცხადებს გოლეთიანი.

შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დიალოგის მაგიდასთან მიიწვია. 

ჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი, რომელმაც ცნობილი მიზეზების გამო ნამოხვანიდან გუმათში გადაინაცვლა, თითქმის 200-მდე დღეა გრძელდება. 

ჰესის მოწინააღმდეგები მასშტაბური აქციისათვის ემზადებიან, რომელიც 23 მაისს თბილისში გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა