|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერმა გადადგომის მიზეზი უნდა განმარტოს" -ნუგზარ კოხრეიძე

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე აცხადებს, რომ ქუთაისის მერმა, რომელიც, პირველ რიგში, ამომრჩევლის მიმართაა პასუხისმგებელი, გადადგომის მიზეზი უნდა განმარტოს, ასევე გაწეული საქმიანობის შესახებ საკრებულოს ანგარიში უნდა წარუდგინოს. 

საკითხთან დაკავშირებით მერის მრჩეველთა საბჭომ ონლაინ თათბირზე იმსჯელა.

"ჩევნ გადავწყვიტეთ, რომ საბჭოს აუცილებლად ექნება პოზიცია, ჩვენ გვაქვს სურვილი,  მივმართოთ ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას რომ მან უფრო მკაფიოდ ისაუბროს გადადგომის მიზეზების შესახებ, პირველ რიგში ის არის არჩეული მერი და აქვს ვალდებულება ამომრჩევლის მიმართ,  ის ასევე იყო საგანგებო შტაბის უფროსი,  რაც ბუნებრივია, მას დამატებით ვალდებულებებს აკისრებდა.  ასევე ჩვენ მივმართავთ საკრებულოს, რომ რიგგარეშე სხდომაზე მოიწვიონ ქალაქის მერი, რომელიც  ჩააბარებს ანგარიშს მის განვლილ საქამიანობასთან დაკავშირებით"-განუცხადა ნუგზარ კოხრეიძემ "ნიუპრესს".

 როგორც ის აღნიშნავს, პირდაპირი გზით არჩეული მერის ყოველგვარი განმარტების გარეშე გადადგომა არის სიგნალი იმისა, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვა არ ხდება და მერები ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ ნაკლებად გრძნობენ. 

 ცნობისთვის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ გიორგი ჭიღვარია მეოთხე მერია, რომელმაც ვადის ამოწურვამდე პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რამდენიმე დღის წინ პოსტი დარტოვა თერჯოლის მერმა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა