|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 3 სექტემბერს გამოვლინდება

კულტურის სამინისტრო  23 პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დაასახელებს. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 40 განაცხადი შევიდა. განაცხადები განიხილა სარეკომენდაციო საბჭომ, რომელიც კანდიდატების შესარჩევად შეიქმნა. ისინი შეისწავლიან ამ განაცხადებს, რის შემდეგაც მინისტრს რეკომენდაციებს წარუდგენენ კანდიდატებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ეს პროცედურები 3 სექტემბრისთვის დასრულდება და კონკურსში გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან. აღნიშნულ თანამდებობაზე მესხიშვილის თეატრმა ენდი ძიძავას დაუჭურა მხარი, თუმცა პოსტის დასაკავებლად 7 კანდიდატურა განიხილება.

23 პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა  სექტემბერში ეწურებათ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი