|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ენდი ძიძავას კანდიდატურა შეირჩა

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რამდენიმე დღეა სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის  შიდა შერჩევა მიმდინარეობდა.  როგორც „ნიუპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ამ პოსტზე  თეატრმა კანდიდატად  მსახიობი ენდი ძიძავა წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობა სულ 52 თანამშრომელმა მიიღო, აქედან ორმა გააუქმა ბიულეტინი. დანარჩენი ხმები  შემდეგნაირად გადანაწილდა, ენდი ძიძავამ 32 ხმა მიიღო, გიორგი შალამბერიძემ - 11, ხოლო თორნიკე მარჯანიშვილმა-7 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრმა საკუთარი რჩეული დაასახელა დანარჩენ ორ კანდიდატსაც აქვს შესაძლებლობა თავიანთი პროგრამა კულტურის სამინისტროს წარუდგინოს. 

"თეატრს  სამინისტროში ერთი კანდიდატი უნდა წარედგინა და ეს კანდიდატი ხმთა უმრავლესობით შეირჩა, მიუხედავად ამისა დარჩენილ ორ კანდიდატს,შესაძლებლობა ეძლევა სამინისტროს თავიანთი პროგრამა წარუდგინოს. კულტურის სამინისტრო კი დაასახელებს, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს. არჩევნებში მონაწილეობა 52 თანამშრომელმა მიიღო,აქედან ხმათა უმრავლესობით ენდი ძიძავამ გაიმარჯვა. მან თანამშრომელთა 32 ხმა მოიპოვა, გიორგი შალამბერიძემ 11 და თორნიკე მარჯანიშვილმა 7. აი,ეს იყო ჩვენი დღევანდელი შედეგები",-განაცხადა მესხიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ.

აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურას  კულტურის სამინისტრო სექტემბერში  განიხილას, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვინ დაიკავებს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო დასის ხელმძღვანელის პოზიციას.

შეგახსენეთ, აღნიშნულ პოსტზე გიორგი სიხარულიძე 11 წელია მუშაობს. სამხატვრო ხელმღვანელის თანამდებობაზე არჩევნები საქართველოში მოქმედ თეატრებში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ინიშნება.

რაც შეეხება ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრს, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე არჩევნები 2019-ში ჩატარდება, ვინაიდან ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი ჭიჭინაძემ საკუთარი უფლება მოსილება ვადაზე ადრე შეიწყვიტა და მის მაგივრად კულტურის სამინისტომ ირინე ლომინაძე დანიშნა. 

ამ თემაზე:

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა განიხილება

გიორგი სიხარულიძე სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებს გამოეთიშა

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა