|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრმა "კუკარაჩას" განსხვავებული ვერსია წარმოადგინა

 ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში პრემიერა შედგა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ მაყურებელს "კუკარაჩას" განსხვავებული ვერსია შესთავაზა.  ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანი მესხიშვილის თეატრში ერთმოქმედებიან  სპექტაკლ - რექვიემად გათამაშდა. 

სპექტაკლში მხოლოდ  4 მსახიობი მონაწილეობს. ინგას როლს მესხიშვილის თეატრის მსახიობი ნანუკა კუპატაძე ასრულებს, "კუკარაჩა"  გაგი შენგელიაა, "მურტალოს" როლის შემსრულებელი კი რეზი ქაროსანიძეა. 
 დეიდა ანიკოს როლს ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, მსახიობი ენდი ძიძავა ასრულებს. ის  სპექტაკლში ასევე გვევლინება, როგორც  მთხრობელი.

სპექტაკლის დადგმა სამტერედიის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. იდეის ავტორი  ვეფხია ნადირაძეა, ტექნიკური რეჟისორი - ინგა მესხორაძე.
დამდგმელი რეჟისორი, ინსცენირების ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი კი გიორგი სიხარულიძეა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა