|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრში საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართება

 ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში - 1 მაისს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.  

შემოსული თანხა  მსახიობის,  ვალერი ფესტვენიძის მკურნალობას მოხმარდება.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსახიობის პაატა ნემსიწვერიძის განცხადებით, წარმოდგენილი იქნება თეატრალური სანახაობა. 

"ეს იქნება თეატრალური წარმოდგენა, სადაც იქნება წარმოდგენილი სამი პოეტის მათე მარადელის, ზვიად მეფარეს და  გიორგი შალამბერიძის პოეზია,  ასევე მუსიკალური ნომრები,"-აღნიშნა ნემსიწვერიძემ.

ვალერი ფესტვენიძეს 2 თვის წინ დაუდგინდა მძიმე სეფსისი, ორმხრივი პნევმონია, სეფსისური ენდოკარდიტი.  მისი მკურნალობა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.

ოპერაციისთვის საჭირო თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე: საქართველოს ბანკი: პირადი N 0 1 0 0 7 0 1 0 4 6 9 ; მიმღები ნინო ლექვინაძე.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი