|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე იოანე დეკანოზ ილია კარკაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფოციალურ გვერდზზე მეუფე იოანე გამრეკელის განცხადება გამოქვეყნდა. მეუფე განცხადებაში ეპარქიის ერთ-ერთი მღვდელმსახურის ქადაგებას ებრაელი ერის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს და აცხადებს, რომ დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ანტისემიტიზში თავად მეუფე დაადანაშაულეს. ბრალდებასთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ქადაგება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და არასწორად იყო აღქმული. დეკანოზმა ილია კარკაძემ თავის ქადაგებაში სწორედ მეუფე იოანეს დასაცავად ისაუბრა.

"ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზის ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. მან მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია სწორად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულიბით ჩვენ არამარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, TDI-მ იონაე გამრეკელი ანტისემიტიზმში დასადანაშაულა.  დეკანოზმა ილია კარკაძემ მეუფეს დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში თქვა, რომ მიტროპოლიტი იოანე საკუთარ ქადაგებში ფაქტებს ყვებოდა.  

ავტორი: ნიუპრესი