|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მევახშე ადვოკატები მომრავლდნენ"-იპოთეკით დაზარალებულმა პროკურატურასთან აქცია გამართა

იპოთეკით დაზარალებულმა მარინა სუპატაშვილმა ქუთაისში, პროკურატურასთან აქცია გამართა. დაზარალებულის თქმით, თაღლითურად მოქმედებენ ადვოკატები და მოქალაქეებს ბინებს ართმევენ.

მარინა სუპატაშვილი პროკურატურას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მეშვიდე წელია იბრძვის და სამართალს ვერ მიაღწია. დაზარალებული ამ ეტაპზე ადვოკატების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

"მევახშე ადვოკატები მომრავლდნენ. მათ არ აინტერესებს კლიენტების პრობლემები, პირიქით, დაინტერესებული არიან დაყადაღებული ბინებით და თავად ყიდულობენ. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, სესხიც გამიკეთა, ბინაც გამიყიდა და თავად იყიდა. ამ ადვოკატებს, რომლებსაც უკანონო ქსელი აქვთ პროკურატურა მფარველობს, დამნაშავეებს, უკანონოდ მოქმედებენ, რადგან წლებია ვიბრძვი და სამართალს ვერ მივაღწიე. ფული აქვთ და მფარველობენ ერთმანეთს. სახლი არ არის ნივთი, ასე ადვილად რომ დავთმოთ. წლებია ვიბრძვი და ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე, რადგან მფარველობენ დამნაშავებს",-განაცხადა მარინა სუპატაშვილმა.

მისი თქმით, ადვოკატების სქემის გამო მეორე ბინას კარგავს. "მეორე ბინას მართმევენ, მაგრამ არ გამოუვათ, ვამხელ მათ თაღლითურ სქემას და ყველას გავაგებინებ, როგორ ექცევიან იპოთეკით დაზარალებულ ადამიანებს",- განაცხადა მარინა სუპატაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა