|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მილიონ ლარად აგებულ შენობაში 50 ბენეფიციარი მიიღებს ბინას

ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული სოციალური საცხოვრისის მოწყობა იწყება. მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა, რომელიც 11 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება. ამავე დარბაზში მოხდება კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა მხრიდან განცხადებების მიღება.
კონკურსის ჩასატარებლად სპეციალური კომისია შეიქმნა. 7 წევრიან კომისიას ქალაქის ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე უხელმძღვანელებს.

ცნობილია, რომ ქუთაისში სოციალური საცხოვრისისათვის ბიუჯტიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო. საცხოვრისში ბინები სოციალურად დაუცველ და უსახლკაროებს გადაეცემათ. პირველ ჯერზე დაახლეობით 50 ბენეფიციარი დაკმაყოფილდდება, რომლებიც მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩევიან. მათ გამოსავლენად ასევე კომისია სპეციალურად შეიქმნება.

                                                                                        

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა