|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

277 სამშენებლო ნებართვა - რა შენდება ქუთაისში?

მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ მშენებლობა-დემონტაჟისთვის 277 ნებართვა გასცა.

„ნიუპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით,  ნებართვა, როგორც კერძო და მაღალსართულიანი კორპუსების, ასევე სასტუმროების, სკოლის და სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობისათვის გაიცა.

მერიის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, წელს ქუთაისში სამშენებლო ნებართვა გაიცა 22 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. 2017 წელს გაიცა ასევე 14 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, ამაში შედის როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მრავალნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.

წელს გაიცა 2  სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის ნებართვა გაიცა, სამედიცინო ცენტრი ნ.ლორთქიფანიძის და ირაკლი აბაშიძის გამზირზე შენდება.  მიმდინარე წელს დაიწყო ასევე ერთი სასკოლო კორპუსის მშენებლობა ბუხაიძის ქუჩაზე. წელს დასრულდა სარაგბო აკადემიის მშენებლობა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოეწყო.  წელსვე გაიცა  თბილისის ქუჩაზე ეკლესიის მშენებლობის ნებართვა, რომელიც "მაკდონალდსის" მიმდებარედ შენდება.

ყველაზე მასშტაბური მშენებლობის ნებართვა, რომელიც წელს გაიცა,  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს უკავშირდება, ამ ჯერზე ნებართვა პირველი კორპუსის საძირკველის მშენებლობისათვის გაიცა, რომლის მოცულობაც 58 050 კვ. მეტრია.

სამუშაოების უმეტესობა მომდევნო წელს უნდა დასრულდეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა