|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა" -ირაკლი კობახიძე

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე განაცხადა, კონსტიტუციაში თვითმმართველობის კუთხით მხოლოდ ზოგადი გარანტიები ჩაიწერა, ხოლო თვითმმართველობის გაძლიერება კანონის და პრაქტიკის დონეზე უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით,  ევროპული დონის თვითმმართველობების ჩამოყალიბების მიზნით მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც მომავალი წლის პირველ ნახევარში შემუშავდება. 

"ეს არის გარანტიები, რომელიც გაიწერა კონსტიტუციის დონეზე,  ხოლო დანარჩენი არის პრაქტიკაში  და კანონმდებლობის დონეზე მოსაწესრიგებელი. მიმდინარეობს მუშაობა დეცენტრალიზაცის სტრატეგიაზე, რაც ნიშნავს, რომ მეტი უფლებამოსილება და მეტი რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივ დონეზე,  ჩვენ სამწუხაროდ, შორს ვართ ევროპული სტანდარტებისაგან. დღეისათვის,  ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, თვითმმართველობის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის 3, 7 %, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მინიმალური მაჩვენებელი არის დაახლოებით 7 %.

ჩვენ გვჭირდება თვითმმართველობის რესურსის მინიმუმ გაორმაგება, რომ მივაღწიოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ევროპულ სტანდარტს. ამას  დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, მომდევნო წლის  პირველ ნახევარში შემუშავდება, ამ სტრატეგიის საფუძველზე უნდა განხორციელდეს დეცენტრალიზაციის შესაბამისი რეფორმები", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციაში შეტანილი ჩანაწერის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. სახელმწიფო უზრუნველყობს თვითმმართველი ერთეულის ფინანსურისახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით განსაზღვრულ თვიღმმართველი ერთეულის უფლებამოსილებასთან.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა