|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა იგეგმება

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების პრობლემაზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს. დასუფთავების პრობლემის გამო, ფუნქცია დაკარგული აქვს.

ქუთაისში არსებულ ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელს მოხალისეები 20 ნოემბერს დაასუფთავებენ. სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებიც გააჩნიათ.

"თემურ ცამციშვილის ინიციატივით, ვაპირებთ ქალაქის ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებას. ქუთაისში დაბინძურებული  მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა წლებია დგას და ამის გამო, ქალაქის ცენტრის გარდა, თითქმის არცერთი მიწისქვეშა გადასასვლელი არ ფუნქციონირებს. გადავწყვიტეთ, მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და დავასუფთაოთ სპორტის სასახლის წინ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. გვაქვს სამომავლო გეგმებიც, ვაპირებთ, მოვხატოთ და უფრო გავალამაზოთ გადასასვლელები. მოვუწოდებ მოქალაქეებს, შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად იზრუნონ ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებზე,“-აღნიშნა საღინაძემ.

სპორტის სასახლესთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებას ხვალ, 16:00 საათზე დაიწყებენ.


 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა