|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მჯერა, ეს შედეგი სტიმული იქნება ,,ტორპედოს" შემდეგი წარმატებების"-შოთა მურღულია

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ტორპედოს საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს და აცხადებს, რომ ეს შედეგი სტიმული იქნება ,,ტორპედოს" შემდეგი წარმატებების.

,,ქუთაისის ,,ტორპედო"საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ჩემპიონია. ეს არის უდიდესი ზეიმი არა მხოლოდ სპორტის ქომაგებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქალაქისთვის, ყველა ჭეშმარიტი ქუთაისელისთვის. გილოცავთ ამ დღეს. პირველ რიგში ვულოცავ ფეხბურთელებს მათ შეუძლებელი შეძლეს, თავდაუზოგავი შრომის შედეგად 15 წლის შემდეგ დიდება დაუბრუნეს გუნდს. სწორედ 15 წლის წინ ვფლობდით ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, რა დროსაც, როგორც დღეს ისე მაშინ ტორპედომ დინამოს დამარცხება შეძლო. მწამს და მჯერა ეს შედეგი სტიმული იქნება ,,ტორპედოს" შემდეგი წარმატებების"- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი