|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ" - მეუფე იოანე

მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ,"-ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნებს. მისი თქმით, არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათ უნდა თქვან , როგორ ჩატარდა.

ასევე აცხადებს, რომ ხმებით თამაში ყოველთვის იყო.

"არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათ უნდა თქვან,  როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. საერთოდ ერეკლედან დაწყებული, ვინ ათენში მამამთავარი იყო დემოკრატიის,  ყოველთვის ხდებოდა თამაში ხმებით. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს," -განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, მეუფე იოანე აქტიურად ესწრებოდა იმერეთში მმართველი პარტიის ლიდერების შეხვედრებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა