|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მმართველი პარტია კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას - ქარტია

მმართველი პარტიის განცხადება, რომ არ ითანამშრომლებს კრიტიკული მედიასთან კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს. 

ქარტია ეხმიანება ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, რომ არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს.

ორგანიზაცია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში.

ასევე, აჭარის მთავრობა არ თანამშრომლობს და ინფორმაციას არ აწვდის გარკვეულ მედიასაშუალებებს.

დეპუტატისა და ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის - შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ ,,უზნეო კამპანია” იქნება. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა იყო.

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.

ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. მედიას გაებუტა პრემიერი ღარიბაშვილიც, რომელმაც 4 არხის ჟურნალისტები "წითელი ხაზების გადაკვეთაში" დაადანაშაულა და გუშინ, 17 ივლისს ღონისძიებაზე არ მიიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა