|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული"

 "მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო  საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული" -ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებების  პროექტის განხვისას განაცხადა.

თომას მარკერტის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს. 

„როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადაგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს“,- განაცხადა თომას მარკერტმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების განაწილების სისტემას, ვენეციის კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული. უნდა აღვნიშნოთ,ის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები  პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, რაც, ვფიქრობ, რომ კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, დისკუსია ისევ გრძელდება და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია“,- განაცხადა თომას მარკერტმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა