|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოქალაქეთა პრობლემებზე რეაგირების მხრივ ქუთაისის მერიას ნულოვანი მაჩვენებელი უფიქსირდება

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ  მორიგი კვლევა წარადგინა. ბლოგპოსტის თემა -„პრობლემები ქუთაისის მერიის ინფრსტრუქტურულ პროექტებში“ იყო.  ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რამდენად ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რამდენად გამჭვირვალეა აღნიშნული სამუშაოების დაგეგმვის, დაფინასებისა და შესრულების ფაზები, ასევე რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობს თვითმმართველობა სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებთან და რამდენად დროულად ხდება მოსახლეობის პრობლემებზე  რეაგირება.

როგორც ორგანიზაციის კოორდინატორმა, ზურაბ ზამბახიძემ განაცხადა, ქუთაისის მერიის მხრიდან ვერ განიმარტა, დაერთო თუ არა შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია იმ ოფიციალურ მიმართვას, რომელიც თვითმმართველობამ საქართველოს  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს გადაუგზავნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოსაყოფი თანხების ფარგლებში.

„ვერ მივიღეთ განმარტება, მერიას აქვს თუ არა პროექტები მზად, ამიტომ ბუნდოვანია, რის საფუძველზე იქნა დაანგარიშებული წლის განმავლობაში სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი თანხები. ასევე არ იქნა მოწოდებული მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები და გაურკვეველია, როგორ განისაზღვრა ინფრასტრუქტურული სამუშაოების პრიორიტეტულობა“,-განაცხადა ზამბახიძემ.

მისივე თქმით, პროექტში „chemikucha.ge“, რომელიც მოსახლეობის პრობლემების მოსაწესრიგებლად შეიქმნა, ქუთაისს ნულოვანი აქტიურობა უფიქსირდება. პროექტი 4 ქალაქში დაიგეგმა, ქუთაისი კი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც მოქალაქეთა მიმართვიანობაზე მუნიციპალური ორგანოების მხრიდან რეაგირების ნულოვანი მაჩვენებელი აქვს. 

ორგანიზაციის წევრები პროექტების დაგვინებით შექმნის გამო ვარაუდობენ, რომ ტენდერები დაგვიანებით გამოცხადდება, რის გამოც სამუშაოები დროში გაიწელება და ქალაქის ბიუჯეტი შესრულებაზე ცუდად აისახება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს თვითმმართველობას დროული რეაგირება მოახდინოს მოქალაქეების პრობლემების მოწესრიგებაზე.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა