|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატუირა მაღლობში 27-29 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი 32-33 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში ტემპერატურის მატება 30-32 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

10 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, 11 აგვისტომდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მათ შორის სანაპირო რაიონებში, ჰიდრომეტეოროლოგები წვიმას ვარაუდობენ. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 23-25 გრადუსამდე კლება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი დედაქალაქში. სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია დასავლეთის ქარი.

12 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 აგვისტოდან კი ჰიდრომეტეოროლოგები, ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას პროგნოზირებენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა