|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ რაიონებში დღეს მოსალოდნელია მცირე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11–16 გრადუსი იქნება; თბილისში – 15 გრადუსი.

25 თებერვალს ქვეყნის უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 13–18 გრადუსი იქნება.

26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 13–18 მეტრი წამში.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 11–13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში, 6–11 გრადუსი, თბილისში საღამო საათებში მოსალოდნელია ნისლი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსია მოსალოდნელი.

27 თებერვალს დღისით დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ წვიმა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17–20 მეტრი იქნება.
თბილისში დღის პირველ ნახევარში კვლავ ნისლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7–8 გრადუსი იქნება.

 

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა