|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18-23 გრადუსამდე დაიკლებს.

13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ამასთან, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს.

14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22-24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს ჰაერი +25-27 გრადუსამდე დათბება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა