|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველაზე მეტად პროგრამასა და დაპირებებზე საუბარი მიჭირს"-გია გუმბერიძე

მოსახლეობა სკეპტიკურადაა განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ, დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს, წავა თუ არა არჩევნებზე, ამის შესახებ „ნიუპრესს“ ქუთაისის #48 ოლქში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“  მაჟორიტარობის კანდიდატმა  გია გუმბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობაში უიმედო განწყობა უხვად გაცემულმა და შეუსრულებელმა დაპირებებმა გამოიწვია. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებისას საარჩევნო პროგრამასა და დაპირებებზე  საუბარი ყველაზე მეტად უჭირს, რადგან მისი შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვა.

გუმბერიძის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას უფრო „ღირებულებებზე საუბარს“ ამჯობინებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თავისუფალი საზოგადოება ჩამოყალიბდეს, ამის საფუძველს ეკონომიკური თავისუფლება წარმოადგენს. გუმბერიძე ქალაქისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, რაც ადგილობრივი მეწარმეობისაღვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქუთაისში მეტი ინვესტიციების მოზიდვას.

შეგახსენებთ, ქუთაისის სამ სამაჟორიტარო ოლქში კენჭს დეპუტატობის 34 კანდიდატი იყრის.

ავტორი: ირინა მაკარიძე