|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოსახლეობამ დაპირებების ნაცვლად, ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასი და ბიუროკრატია მიიღო"

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციამ თვითმმართველობის 100 დღიანი მუშაობა შეაჯამა. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ამომრჩევლებმა დაპირებების ნაცვლად "ქართული ოცნებისგან", რაც მიიღეს ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ბიუროკრატიაა. მისი თქმით, მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი ინიციატივა. 

"თვითმმართველობის არჩევნებიდან გავიდა სამი თვე და ჩვენ შევაჯამეთ ხელისუფლების 100 დღიანი მუშაობა. ამომრჩევლებმა დაპირების სანაცვლოდ, რაც მიიღეს არის ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასი, გაზრდილი ბიუროკრატია, ახალი ფრაქციები, რომელთა ხელფასებზე  დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ. ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა 4 ახალი ბაღის ასაშენებლად.  ასევე პრემიის სახით გაცემული  55 000 ლარი,  საკმარისი იქნებოდა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც შუქი ჩაუჭრეს გადაუხდელობის გამო. რაც მთავრია, უდიდესი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქში გაუქმდა კულტურის სამსახური. ეს ნიშნავს, რომ მთავრობისთვის კულტურა პრიორიტეტული არ არის. ამასთან, ჩვენი ინიციატივები 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერის, 50 ლარიანი ვაუჩერი პენსიონერებისთვის,  50 000 ლარი ყველა სკოლას უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად, პარკირების განახევრება და სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება არ აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის"  პრიორიტეტი და მთავარი ხელფასების გაზრდა და პრემიის აღება ყოფილა",-განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა