|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოშიმშილე დედას სოციალური სამსახური თავშესაფარს მხოლოდ ბავშვებისთვის სთავაზობს

ხუთშვილიანი ნანა დეისაძე ქუთაისის მერიის წინ შიმშილობას აგრძელებს. მასთან ერთად იმყოფება მისი ხუთი მცირეწლოვანი შვილი და დედა. საცხოვრებელის გარეშე დარჩენილი ოჯახის პრობლემას  სოციალური სამსახური გამოეხმაურა, რომლის წარმომადგენელმაც მათ თავშესაფარი შესთავაზა. თუმცა, სოციალური სამსახურის შეთავაზება მხოლოდ ბავშვებზე ვრცელდება, რაზედაც ნანა დეისაძემ უარი განაცხადა. მისი თქმით, ის შვილებს მარტო თავშესაფარში არ გაუშვებს და ურჩევნია მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

გამოძიებაში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მადონა ბასილაძის განცხადებით, ნანა დეისაძეს აქვს უფლება მსგავსი ფორმით გამოხატოს პროტესტი და ადგილზე ყავდეს მცირეწლოვანი შვილები, ბავშვების ღამით ქუჩაში დატოვება არასწორია.

„სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო საქმის შესწავლა ნანა დეისაძის წერილის საფუძველზე, თუმცა ვიდრე გამოძიება დასრულდება, უმჯობესი იქნებოდა დათანხმებოდა სოციალური სამსახურს და იმ შემოთავაზებას, რაც ამ ეტაპზე შეუძლია სახელმწიფოს და გადაეყვანათ ბავშვები, თუმცა მას აქვს უფლება, მსგავსი ფორმით გამოხატოს პროტესტი“,-განაცხადა ბასილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნანა დეისაძემ  ქუთაისის მერიის წინ შიმშილობა დღეს დაიწყო. 

 

(მამუკა კაკაურიძის ფოტო.)

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა