|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოულოდნელი პრიზი ქართველ ბალერინას

ქართველი ბალერინა მარი თვალაბეიშვილი  რიგის საერთაშორისო ფესტივალზე სრული დაფინანსებით მიიწვიეს. თვალაბეიშვილი "ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში" მონაწილეობდა. მარი ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის მოსწავლეა.  ფესტივალის გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ მთავარმა პარტნიორმა გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო.

"ფესტივალი ხელს შეუწყობს ნიჭიერი ბალერინების წარმოჩენას, ქალაქის კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ჩვენი გენერალური პარტნიორის, ტატიანა სტეპანოვას საჩუქარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საფესტივალო პროექტების გააქტიურება",-განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა და ახალგაზრუდლი ცენტრის ხელმღძვანელმა ნატალი პატარიძემ.

ფესტივალის გრანპრი ბერლინის და ტალინის საბალეტო სკოლების წარმომადგენლებმა, მარკუს ნილსონმა და ლუსია მოტოშინკოვამ მიიღეს.
წლის ქორეოგრაფია და აღმოჩენა ბათუმის საბალეტო სკოლია პედაგოგი ანი ფირცხალაიშვილი გახდა.(სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძეა)

შეგახსენებთ, 27-29 ოქტომბეტს ქუთაისში "ჯორჯ ბალანჩინის სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალი" იმართება. 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა