|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვუწოდებ პარლამენტში მომუშავე ოპოზიციურ პარტიებს, უარი თქვან კანონდარღვევაზე"

არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარე, გია გოქაძე  ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, უარი თქვან თბილისის პარლამენტის შენობაში საქმიანობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა. თემასთან დაკავშირებით მან  შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ქუთაისის "დემოკრატიის ჩართულობის  ცენტრში  გამართა.

„ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 48 პრიმა მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრავს ქუთაისს. საპარლამენტო კომიტეტების და აპარატის საქმიანობა დღესაც მიმდინარეობს თბილისის პარლამენტის შენობაში. მოვუწოდებ პარლამენტში მომუშავე ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც  ღიად აცხადებენ დეკლარირებას  ამ ნორმის დატოვებაზე და მხარს უჭერს  პარლამენტის სრულ ფუნქციონირებას ქუთაისში, უარი განაცხადონ კანონდარღვევაზე და და საქმიანობა არ გააგრძელონ თბილისის პარლამენტის შენობაში.  წინააღმდეგ შემთხვევაში  ყოველი განცხადება ოპოზიციური პარტიების  მხრიდან, რომ პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეა, იქნება აბსურდული და თვალებში ნაცრის ჩაყრა“,-განაცხადა გია გოქაძემ.

ამასთან,  „ევროპა ჩვენი სახლია“ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯგუფს გამოეთიშა. გია გოქაძის განმარტებით, მათი ორგანიზაცია დამოუკიდებლად განაგრძობს თემაზე მუშაობას. საინიციატივო ჯგუფში  არასამათავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა