|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტენდენციაა, რომ როგორღაც არ დაფიქსირდეს დარღვევები"-ალუდა გოგლიჩიძე

ქუთაისის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ "შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ ისაუბრა.

გოგლიჩიძის თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების ყალბი დოკუმენტაციით გამოცხადნენ და ჩართული ვიდეო კამერები დატოვეს.  მისივე განმარტებით, 112-ე უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს, რადგან ჩათვალეს, რომ მას მარკირება უკვე ჰქონდა.

,,ქუთაისის რამდენიმე უბანზე ჩვენმა წარმომადგენლებმა დარღვევები დააფიქსირეს. 112-ე უბანზე ამომრჩეველს საშუალება არ მისცეს ხმა მიეცა, რადგან ჩათვალეს, რომ მას მარკირება უკვე გაკეთებული ჰქონდა.  ასევე დაფიქსირდა 2 პირი მედიის წარმომადგენლის ყალბი მოწმობებით.  ამ ყველაფერზე საჩივრები უკვე, რა თქმა უნდა, დაწერილია. ნებისმიერი საკითხის დაფიქსირებაა აუცილებელი, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს. ტენდენციაა, რომ როგორღაც არ დაფიქსირდეს დარღვევები. კომისიის წევრები, პარტიების წარმომადგენლები უბნებზე იმისათვის არსებობენ, რომ დააფიქსირონ ფაქტები, რეაგირება კი შემდგომი ეტაპია. მინდა მოვუწოდო საარჩევნო კომისიას, ნუ იქნებიან განწყობილი იმისათვის, რომ რამე არ დააფიქსირონ,“-განაცხადა გოგლიჩიძემ.

 შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 9 საჩივარია შესული.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა