|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოძრაობის “შეცვალე” წევრები ქუთაისის მერიაში შეჭრას ცდილობენ [VIDEO]

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ქუთაისის მერიაში შესვლასა და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვამ არ მისცა.

მოძრაობის წევრები აცხადენენ, რომ ისინი იმერეთის რწმუნებულისგან არსებული შერჩევითი სამართალის დაგმობასა და კითხვაზე პასუხს, თუ რატომ ანადგურებენ ქალაქს, ითხოვენ.

აქტივისტები შენობის წინ წარწერების დატოვებას ცდილობენ, რის გამოც მათსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაცვის თანამშრომლები აქტივისტებს მოუწოდებენ, პროტესტი წარწერის გარეშე გამოხატონ, რადგან ეს კანონდარღვევაა.

შენობის დაცვასთან ერთად, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა