|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მრავალფეროვნების სკოლა" იწვევს ახალგაზრდებს რეგიონებიდან

არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“ იწვევს 18-24 წლის ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან პროგრამა „მრავალფეროვნების სკოლაში“ მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა უფასოა და მის ფარგლებში ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა აიმაღლონ კვალიფიკაცია, განივითარონ უნარ-ჩვევები პროექტის მართვასა და დაგეგმვაში და განახორციელონ საკუთარი იდეებზე აგებული ინიციატივები თავიანთ რეგიონებში; ასევე, საფუძვლიანად შეისწავლონ მრავალფეროვნების საკითხები და შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს.

ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება 20 მარტამდე.

პროგრა უკვე მე-5 წელია ხორციელდება და მისი აქტივობები სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. თითოეული მონაწილე ესწრება სამ სხვადასხვა სემინარს მაისში, ივლისსა და ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართველ და უცხოელ მოწვეულ ტრენერებთან ერთად. ამასთანავე, ახორციელებს საკუთარ ინიციატივას საქართველოს რომელიმე კუთხეში აგვისტო-სექტემბრის თვის განმავლობაში. პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მოგზაურობის ხარჯებს.

მრავალფეროვნების სკოლას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას. ეს არის პროგრამა ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ სამოქალაქო აქტივიზმი, სურთ, უნარ-ჩვევების განვითარება და საკუთარი იდეების განხორციელება. სააპლიკაციო ფორმა და მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.diversityschool.net

“ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა” ("ირის ჯგუფი") არის არასამეწარმეო (არაკომერციული) არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს თბილისში დაარსდა. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა. “ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა” ცდილობს, თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენას და რეალიზებას მრავალფეროვნების საკითხების გამოყენებით. ორგანიზაციას სურს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომ მათ აქტიური ჩართულობით წვლილი შეიტანონ თავიანთი საზოგადოების ფორმირებაში. მეტი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე: www.facebook.com/irisgroup.org და ორგანიზაციის ვებ-გვერდძე: www.irisgroup.org.ge


საკონტაქტო: გვანცა აქიაშვილი // მობ: +995 599 97 35 34 // E-mail: akiashvili@diversityschool.net ან მარგალიტა ჯაფარიძე // მობ: 599 555 276 // E-mail: japaridze@diversityschool.net  

ავტორი: ადმინი